ტრამპისა და ბაიდენის დებატების შემდეგ, „სიენენის“ მიერ ჩატარებული კვლევით, ტელემაყურებელთა 67%-მა უპირატესობა ტრამპს მიანიჭა. დემოკრატების ლიდერს კი, მხოლოდ 33%-მა დაუჭირა მხარი. პრეზიდენტობის ორი კანდიდატი ერთმანეთს პირისპირ 2020 წლის შემდეგ პირველად შეხვდა.
მოქმედი პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მიაჩნია, რომ „დებატებს კარგად გაუმკლავდა“.
ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის თქმით, ბაიდენს „ნელი სტარტი ჰქონდა, მაგრამ ფინიშთან დამაჯერებლად მივიდა“.
„ვიცნობ ჯო ბაიდენს და ვიცი, რას მიაღწია ბოლო წლებში. ვიცი, რა შესაძლებლობები აქვს“,- აცხადებს გუბერნატორი დემოკრატი ნიუსომი და აღნიშნავს, რომ ბაიდენს „ზურგს არ შეაქცევს“.
პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი დემოკრეტი ნიკი ჰეილი კი, თვლის, რომ ასეთი დებატების შემდეგ ბაიდენი დემოკრატებიდან კანდიდატი არ იქნება, ამიტომ რესპუბლიკელები უნდა გაფრთხილდნენ.
„დამთრგუნველი პრეზენტაბელურობა“,-ასე შეაფასა დებატები რობერტ კენედი- უმცროსმა, რომელმაც საკუთარი დებატები დააანონსა.
სენატორმა ლინდსი გრემმა ბაიდენის გამოსვლას „ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიში“ უწოდა.
CNN-ის გამოკითხვით, მაყურებელთა 67%-მა განაცხადა, რომ ტრამპს ბაიდენზე უკეთესი გამოსვლა ჰქონდა. – დაწერა „სიენენის“ ყოფილმა წამყვანმა კრის ჩილიცამ.
გამოცემის ინფორმაციით, ბაიდენის მომხრეები ისეთ შოკში არიან, რომ საპრეზიდენტო არჩევნებიდან მისი კანდიდატურის მოხსნაზე ფიქრობენ.
„ბაიდენი საშინლად გამოიყურებოდა და გაუგებრად საუბრობდა“,- განუცხადა „სიენენს ბაიდენის ადმინისტრაციის თანამშრომელმა.
ერთ-ერთმა დემოკრატმა, კი, რომელიც მთელი ეს პერიოდი საარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული, განაცხადა „ ჩვენი საქმე წასულია“.