ქართველი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს მოქმედი 21-ე ჩოგანი, საქართველოს დეივისის თასის ნაკრების წევრი – ნიკოლოზ ბასილაშვილი ფეხბურთის ეროვნული ნაკრების პორტუგალიასთან გამარჯვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
“ძალიან ვამაყობ ჩვენი ვარსკვლავ ფეხბურთელებით.
არა იმიტომ, რომ ევროპაზე მოიპოვეს საგზური, ან თუნდაც 1/8 ფინალში გავიდნენ და დაამარცხეს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი, არამედ იმიტომ, რომ მათ ყველას დაანახეს, რა არის ბრძოლა ბოლომდე, ერთიანობა, ჩვენი ქრისტიანული რწმენა, როგორებიც ვართ და ვიყავით. ვულოცავ ყველა ქართველს,-წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი.
Facebook Comments Box