კრიმინალი

პრემიერი ამნისტიას აანონსებს- მნიშვნელოვანია,  ახლო მომავალში სერიოზულად შემცირდეს პატიმართა რაოდენობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა:  „ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში დავაინიციროთ ამნისტიის კანონპროექტი. ჩვენ ივლისში ალბათ მოგვიწევს  რიგგარეშე სესიაზე საუბარი, ივლისში შესაძლებელი იქნება პირველი მოსმენით ამ კანონპროექტის მიღება ისე, რომ სექტემბერში სამი მოსმენით დასრულდეს ამნისტიის კანონის მიღება.

ჩვენ გვყავს 10 000-მდე პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და მნიშვნელოვანია,  ახლო მომავალში სერიოზულად შემცირდეს პატიმართა რაოდენობა იმისათვის, რომ ჩვენ დავუახლოვდეთ ოპტიმალურ ევროპულ მაჩვენებელს. ამისათვის სასურველი იქნებოდა მინიმუმ დაახლოებით  1/3-ით პატიმართა რაოდენობის შემცირება და ვფიქრობთ, რომ ამნისტიის კანონი, რომელიც არის მომზადებული, ამ მიზნის მიღწევაში სერიოზულ წვლილს შეიტანს.”

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,822,420 ნახვა