ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ის, რომ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მშპ 9.2%-ით გაიზარდა, მშვიდობიანი, გონივრული და თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია.
მისივე თქმით, კოლექტიური რომან გოცირიძეების, ლევან ხაბეიშვილებისა და გია ხუხაშვილების ყოველმხრივ მდარე და მდაბიო ანალიზი უინტერესოა საქსტატის ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელსაც ნაცსექტაც კი ენდობა.
„მშვიდობიანი, გონივრული და თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია ის, რომ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მშპ 9.2%-ით გაიზარდა. და პანდემიამდელი 2019 წლის მაისის მაჩვენებელს 44.9 პროცენტით გადააჭარბა. ეს სამჯერ და მეტად აღემატება იმავე პერიოდში გლობალური ეკონომიკის მატებას (+14.2%) და მნიშვნელოვნად უსწრებს აშშ-სა (+3.8%) და ევროკავშირის (+5.9%) ანალოგიურ მაჩვენებლებს. კოლექტიური რომან გოცირიძეების, ლევან ხაბეიშვილებისა და გია ხუხაშვილების ყოველმხრივ მდარე და მდაბიო ანალიზი უინტერესოა საქსტატის ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელსაც ნაცსექტაც კი ენდობა “,-წერს გია აბაშიძე.