ველოდები, რომ, აშშ-ის არჩევნების შედეგების მიუხედავად, აშშ ნატო-ს მტკიცე მოკავშირედ დარჩება, რადგან ეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „ფრანს პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, „ძლიერი ნატო კარგია ევროპისთვის, თუმცა ასევე კარგია აშშ-თვის“.
„Პოლიტიკაში გარანტიები არ არსებობს, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ამერიკა სიმტკიცეს შეინარჩუნებს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
Facebook Comments Box