ევრო 2024-ის პლეი ოფში გასვლის შემდეგ ვილი სანიოლმა „აუფ შალკე არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა.
„გულწრფელად რომ გითხრათ,საერთოდ არ მახსოვს, თამაშამდე ფეხბურთელებს რა ვუთხარი. უბრალოდ, ვეუბნებოდი – ითამაშეთ დისციპლინირებული ფეხბურთი. ისე ეთამაშათ, როგორც 17-18 წლის ასაკში.
რთულია გასააზრებლად, რაც გავაკეთეთ. დღეს ბევრის თქმა არ შემიძლია. უბრალოდ, ვამაყობ ამ ბიჭებით, რომლებმაც საქართველო საუკეთესოდ წარმოაჩინეს.
არაფერი დასაკარგი არ გვაქვს. უბრალოდ, არ გვინდოდა, სიამოვნება არ მიგვეღო. ესპანეთი და პორტუგალია რომ ხარ, ყველა თქვენგან მოგებას ელის, ჩვენ კი ასეთ წნეხი არ გვქონდა. გვქონდა მხოლოდ ერთი მიზანი – ქართველი ხალხისთვის სიხარული მოგვეტანა და ეს შევძელით.
საქართველოს ფედერაციამ ბოლო წლებში უდიდესი სამუშაო შეასრულა და შედეგებიც სახეზეა. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც სურთ არა მხოლოდ მოიგონ, არამედ, ლამაზად მოიგონ. შესაძლოა, სათადარიგოთა სკამი არ არის გამორჩეული, მაგრამ ისინი გამორჩეულები ადამიანები და ფეხბურთელები არიან, მათით ვამაყობ.
მარტში მაქსიმუმი გავაკეთეთ, როდესაც ევრო 2024-ზე გავედით. კიტეიშვილმა დღეს როგორი მატჩიც ჩაატარა, ნახეთ. მის კლუბს პატივს ვცემ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ის ტოპ-5 ლიგის გუნდში უნდა თამაშობდეს“,-განაცხადა მან.