ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცეზსე თინათინ ბოკუჩავაზე ისაუბრა.
„მინდა, მივესალმო თინა ბოკუჩავას, რომელიც ამ პროცესს ესწრება. ის ნაციონალური მოძრაობის პირველი ქალი თავმჯდომარეა. თინა ძალიან მაგარი ქართველი პოლიტიკოსია. თუ რამე არის ახალი თაობის ქართველი პოლიტიკოსი, ეს არის თინა ბოკუჩავა. ის ხელისუფლებაში არ ყოფილა და ყოველთვის ოპოზიციაში იყო. პოლიტიკაში საერთაშორისო ორგანიზაციიდან, ამერიკული NDI-დან მოვიდა.
თინას თანამებრძოლობით ძალიან ვამაყობ. არ მინდა, ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ ამ დონის განათლებით ქართველი პოლიტიკოსი, ჩემი ჩათვლით, მე არ მეგულება. მას წარმოუდგენლად მაღალი დონის განათლება აქვს მიღებული. დარწმუნებული ვარ, ის ერთობისთვის ნაბიჯებს გადადგამს“,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
Facebook Comments Box