კიევში, სასტუმრო Hilton-ში უკრაინაში აშშ-ს ატაშეს გვამი იპოვეს. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Страна.ua სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით იუწყება.
„გუშინ, დაახლოებით 11:00 საათზე, სასტუმროს ნომერში აშშ-ს საელჩოს ატაშეს ცხედარი იპოვეს. სხეულს ძალადობის კვალი არ აღენიშნება“,- წერს გამოცემა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის ატაშე უკრაინაში 15 ივნისს ჩავიდა. სამედიცინო დასკვნაში, რომელიც საელჩოს გადაეცა, წერია, რომ მას ქოლესტერინის მაღალი დონე უფიქსირდება. მომხდარზე სხვა დეტალები უცნობია.
Facebook Comments Box