პოლიტიკის სადავეებთან მყოფ ხალხს ხელში უკავიათ ძალაუფლება. ეს კი არის ყველაზე უფრო მომეტებული საფრთხის წყარო,- ამის შესახებ „ლელოს წევრმა დავით უსუფაშვილმა „TV-პირველის“ ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემაში ისაუბრა.
მისივე თქმით, ძალაუფლების გამოყენებით მხოლოდ ეკონომიკურ ზიანს კი არ იღებენ, არამედ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზიანს.
„საქმე იმაშია, რომ ჩვენმა გადარეულმა პოლიტიკამ, რომელიც მთავრობამ გადარია, გადაგვრია ყველა“,-განაცხადა უსუფაშვილმა, რაზეც ინგა გრიგოლიამ აღნიშნა: „თქვენც გადაირიეთ? მეც!“
„ბოლო ორი დღეა, პირდაპირ ეთერში ვაშუქებ უმძიმეს განცხადებებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. პირდაპირ ითქვა, რომ საქართველო არ განიხილება იმ ასოცირებულ ტრიოში. უკრაინა ზეიმობს , რა ეზეიმება ომში მყოფ ქვეყანას, მაგრამ უდიდესი მიღწევაა აქვს- მოლაპარაკებების პროცესი გაიხსნება. მოლდოვაც, მაგრამ საქართველოსთვის იხურება ევროკავშირის კარი“,-განაცხადა ინგა გრიგოლიამ.