GD Banner
მოგზაურობა პოლიტიკა

სინდი დაიერი – საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებს პრობლემები თუ შეექმნებათ, ამას აუცილებლად მივადევნებთ თვალყურს

საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უზრუნველყოფენ კრიტიკულ მომსახურებას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომელთაც ვეყრდნობით, მუშაობის პროცესში პრობლემები თუ შეექმნებათ, მაშინ ეს არის ის, რასაც აუცილებლად მივადევნებთ თვალყურს, როგორც ნებისმიერი მიღებული კანონის შედეგებს, – ამის შესახებ ტრეფიკინგის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, სინდი დაიერმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით კითხვის პასუხად ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანამ, შესაძლოა, მიიღოს კანონი საანგარიშო პერიოდში, მაგრამ ამ კანონის შედეგებს მომავალ წლამდე ვერ ნახავენ.

„საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებული ვიყავით უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღებით. ამ ეტაპზე ჩვენ ვაკვირდებით მას. ზოგჯერ ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ქვეყანამ, შესაძლოა, მიიღოს კანონი საანგარიშო პერიოდში და ჩვენ შეიძლება, შეშფოთებული ვიყოთ, მაგრამ ამ კანონის ზემოქმედებას ან ამ კანონის შედეგებს მომავალ წლამდე ვერ ვნახავთ. ასე რომ, რა თქმა უნდა, ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, რათა დავრწმუნდეთ, რომ თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ასეთ კრიტიკულ მომსახურებას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომელთაც ჩვენ ვეყრდნობით, შეექმნებათ მუშაობის პროცესში პრობლემები, მაშინ ეს არის ის, რასაც ჩვენ აუცილებლად მივადევნებთ თვალყურს, როგორც ნებისმიერი მიღებული კანონის შედეგებს“, – განაცხადა სინდი დაიერმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,952 ნახვა