GD Banner
სამართალი

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ფოთის ორგანიზაციის ოფისი დაარბიეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ფოთში რაიონული ორგანიზაციის ოფისი დაარბიეს.

ფოთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ხომერიკის ინფორმაციით, ჩამსხვრეულია ფანჯრები.

ხომერიკი აცხადებს, რომ მომხდარი ხელისუფლების მიერ არის წახალისებული.

“მოვედით ოფისში, გარედან მაინც და მაინც არ ეტყობოდა, მაგრამ შიგნით შესვლის შემდგომ ფანჯრები დაგვხვდა ჩამსხვრეული. ეს არ არის შემთხვევითობა, ან უამინდობის ბრალი, ფანჯარას აქვს ორმაგი მინა და რამდენჯერმე ძლიერად აქვთ ნასროლი მძიმე საგანი, რის შედეგად დაიმსხვრა ფანჯრები. ცენტრალური ქუჩაა, ყველგან კამერები აყენია და არ უნდა გაუჭირდეთ იმის ნახვა, თუ ვინ გააკეთა ეს, მაგრამ არ მაქვს გამოძიების იმედი, რადგან ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერ არის წახალისებული“,- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით ხომერიკმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,128 ნახვა