პოლიტიკა

ინგა გრიგოლია დავით უსუფაშვილს: „თქვენც გადაირიეთ ? მეც!“

პოლიტიკის სადავეებთან მყოფ ხალხს ხელში უკავიათ ძალაუფლება. ეს კი არის ყველაზე უფრო მომეტებული საფრთხის წყარო,- ამის შესახებ „ლელოს წევრმა დავით უსუფაშვილმა „TV-პირველის“ ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემაში ისაუბრა.

 მისივე თქმით, ძალაუფლების გამოყენებით მხოლოდ ეკონომიკურ ზიანს კი არ იღებენ,  არამედ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზიანს. 

„საქმე იმაშია, რომ ჩვენმა გადარეულმა პოლიტიკამ, რომელიც მთავრობამ გადარია, გადაგვრია ყველა“,-განაცხადა უსუფაშვილმა, რაზეც ინგა გრიგოლიამ აღნიშნა: „თქვენც გადაირიეთ? მეც!“

„ბოლო ორი დღეა, პირდაპირ ეთერში ვაშუქებ უმძიმეს განცხადებებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. პირდაპირ ითქვა, რომ საქართველო არ განიხილება იმ ასოცირებულ ტრიოში. უკრაინა ზეიმობს , რა ეზეიმება ომში მყოფ ქვეყანას, მაგრამ უდიდესი მიღწევაა აქვს- მოლაპარაკებების პროცესი გაიხსნება. მოლდოვაც, მაგრამ საქართველოსთვის იხურება ევროკავშირის კარი“,-განაცხადა ინგა გრიგოლიამ. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,837,820 ნახვა