GD Banner
პოლიტიკა

ზარქუა: 2024 წლის ოქტომბერში მარტივი არჩევანის გასაკეთებელი მოცემულობა გვექნება

საზოგადოებას მარტივი არჩევანის გაკეთება მოუწევს, რადიკალურ ოპოზიციასა და მშვიდობის გარანტ „ქართულ ოცნებას“ შორის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. 

ზარქუას  თქმით, ზურაბიშვილი ოპოზიციის პლატფორმას ხელმძღვანელობს.

„ვის ატყუებენ, მადამ პრეზიდენტს მესიჯი მოუვიდა პარტნიორებისგან, უნდა უხელმძღვანელოს ამ რადიკალების პლატფორმას და ამას ასრულებს ის ქალი. ყველანი თავიდან ბოლომდე არიან „ნაცები“ ან „ნეონაცები“. ეს ძალიან კარგი პროცესია იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ არიან ესენი.

2024 წლის ოქტომბერში მარტივი არჩევანის გასაკეთებელი მოცემულობა გვექნება – იქით იქნებიან: რადიკალები, ლუზერები, ჩახდილები, გამყიდველები, გაკოტრებულები, რუსეთის ინტერესების გამტარებლები, ქართულ ჯარს რომ დააბრალეს ომის წამოწყება და შემდეგ რომ მიატოვეს და აქეთ ვიქნებით ჩვენ, მშვიდობის სიმბოლო, გარანტი ეკონომიკური განვითარების, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის, თავისუფალი ვაჭრობის და კანდიდატის სტატუსი – გვირგვინი“, – აცხადებს ზარქუა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,891,518 ნახვა