GD Banner
პოლიტიკა

ბადრი ჯაფარიძე – „ლელო“ იღებს ვალდებულებას, რომ არჩევნებამდე მაქსიმალურად გააკეთოს ყველაფერი იმისათვის რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი არჩევნებში დამარცხდეს და ასევე იღებს ვალდებულებას რომ არჩევნების შემდეგ სწრაფად შეიქმნას კოალიციური მთავრობა

რიგი პარტიები და „ლელო“ იღებს ვალდებულებას, რომ არჩევნებამდე მაქსიმალურად გააკეთოს ყველაფერი იმისათვის რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი არჩევნებში დამარცხდეს და ასევე იღებს ვალდებულებას, რომ არჩევნების შემდეგ სწრაფად შეიქმნას კოალიციური მთავრობა,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა  ბადრი ჯაფარიძემ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე დაწერა.

ჯაფარიძე საუბრობს ბრიუსელში ქართული ოპოზიციური პარტიების შეკრებაზე და ამბობს, რომ ამ შეკრების მიზანი იყო ევროპარლამენტარებთან ერთად განხილულიყო ის გეგმები, რაც ქართულ ოპოზიციას არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ აქვს.

„ევროპარლამენტის ყველაზე დიდი ჯგუფის მიერ დაორგანიზდა ქართული ოპოზიციური პარტიების შეკრება ბრიუსელში. ამ შეკრების მიზანი იყო ევროპარლამენტარებთან ერთად განხილულიყო ის გეგმები, რაც ქართულ, დასავლურ, ეროვნულ ოპოზიციას გააჩნია არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ. ძალიან საინტერესო და პროდუქტიული ორდღიანი შეხვედრა შედგა, რაც დასრულდა საერთო რეზოლუციის დოკუმენტის მიღებით.

რიგი პარტიები და „ლელო“ იღებს ვალდებულებას, რომ არჩევნებამდე მაქსიმალურად გააკეთოს ყველაფერი იმისათვის რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი არჩევნებში დამარცხდეს და ასევე იღებს ვალდებულებას, რომ არჩევნების შემდეგ სწრაფად შეიქმნას კოალიციური მთავრობა.

ევროპარლამენტი დაინტერესებულია, რომ საქართველოში განხორციელდეს დემოკრატიული რეფორმები, დემოკრატიული ცვლილებები, იმისათვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას რაც შეიძლება სწრაფად და ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ „ოცნების ხელისუფლების“ ცვლილების გზით.

ბრიუსელში ხელმოწერილ დეკლარაციაში ერთიანობის ქვეშ იგულისხმება არა ყველა პარტიის გაერთიანება, არამედ ერთიანი, ერთობლივი ბრძოლა ხმების მობილიზაციისთვის, ხმების დასაცავად და ერთიანობა არჩევნების შემდგომ კოალიციური მთავრობის შექმნის პროცესში“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,891,509 ნახვა