GD Banner
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილს – პრემიერად რომ არ დაგასახელა ენმ-მ 2016 წელს, გვაშანტაჟებდი შე კლოუნო! კიდევ ბევრია სათქმელი და ვიტყვი – როცა პოლიტიკურად დამარხული მეყოლები

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ გაერთიენბისთვის „უნდა შევძლოთ წარსულზე სიმართლის თქმა“

„კი უნდა შევძლოთ:

მაგალითად ერთი სიმართლე ისაა, რომ პრემიერად რომ არ დაგასახელა ენმ-მ 2016 წელს, გვაშანტაჟებდი, რომ შენი ტელემედია რესურსის გამოყენებით ყველას მოღალატეებად შეგვრაცხავ თუ არ დაგემორჩილებით შე გადაგვარებულო, შანტაჟისტო კლოუნო!

მაგალითად, მეორე სიმართლე ისაა, რომ ფარჩაკი ტერორისტი ხარ და მაშანტაჟებდი, რომ შენი ჯიბის პეკინესების მეშვეობით, შენი ჯიბის ტელევიზიებიდან დამბლოკავ, თუ შენს კრიტიკას არ შევწყვეტ, იმის მიუხედავად რა მასშტაბის ნიუსს შევქმნი და რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს ქართველი ხალხისთვის.

კიდევ ბევრი სიმართლეა სათქმელი შენ შესახებ და ვიტყვი – მემუარებში, როცა პოლიტიკურად დამარხული მეყოლები“,-წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,891,794 ნახვა