GD Banner
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია: ძალიან განვიცადეთ, ახლოს ვიყავით მოგებასთან

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩი ჩეხეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარა და ტურნირზე პირველი ქულა მოიპოვა – 1:1. ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა, გუნდის თამაში შეაფასა და გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე თამაშზე გაამახვილა ყურადღება:

„დიდი მადლობა გულშემატკივრებს. თითქოს საქართველოში, საკუთარ მოედანზე ვთამაშობდით. რაც შეეხება თამაშს, ახლოს ვიყავით მოგებასთან. ბევრი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მამარდაშვილმა ძალიან მაგრად ითამაშა, ბევრჯერ გადაგვარჩინა. მამარდაშვილი მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა.

ჩვენც გვქონდა მომენტი, ბოლოს გამოჩნდა, რომ საერთოდ მოგებაც შეგვეძლო. სანამ არის ერთი პროცენტი შანსი, არ აქვს მნიშვნელობა გუნდს, გავალთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. ძალიან განვიცადეთ, ახლოს ვიყავით მოგებასთან, მაგრამ ყველა ფეხბურთელს შეიძლება დაემართოს ის, რაც საბას დაემართა. მას ყველა ვამხნევებთ.

უფრო მეტი შემიძლია, კმაყოფილი არასდროს არ ვარ. თუმცა, ვცდილობ შევასრულო ის, რასაც მავალებენ“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,758 ნახვა