ფეხბურთელებმა ფეხბურთის ახალი ეპოქა შექმნეს ევროპის ჩემპიონატზე, – ასე ეხმაურება კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე საქართველო-ჩეხეთის მატჩს. იოსებ ბაღათურიას თქმით, ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა ქართული ფეხბურთის უდიდესი წარმატებაა.
„ეს არის ახალი ეპოქა ქართულ ფეხბურთში და ეს არის ისტორია, რომელიც თაობებს გადაეცემა. ეს იყო ქართული ფეხბურთის მოლოდინი და ეს შედგა. წინ გველის პორტუგალიასთან ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი და მე წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ფეხბურთელებს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
Facebook Comments Box