GD Banner
უცხოური მედია

მექსიკური ნარკო კარტელები  მიგრანტებს აშშ-ს საზღვრის გადასაკვეთად  „VIP ტურებს“ სთავაზობენ

მექსიკაში „VIPტურიზმი“ იმდენად მომგებიანი გახდა კარტელებისთვის, რომ მათ თავიანთი საქმიანობის  70% სწორედ ამ „ბიზნესისკენ“ მიმართეს. ამის შესახებ USA Today იუწყება. ერთი კგ კოკაინის ღირებულება 1,5 ათასი დოლარია და გადაზიდვის რისკები გაცილებით დიდია, ვიდრე არალეგალებთან მუშაობა. 

New York Post-ი ერთ-ერთ მექსიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ მხოლოდ ერთ ნარკოკარტელ „ლა ლინეას“ თვეში ათასამდე VIP მიგრანტი გადაყავს აშშ-ს საზღვარზე. 

VIP-პაკეტის ღირებულება 6 ათასიდან 15 ათას დოლარამდე მერყეობს. მიგრანტს აძლევენ სპეციალურ კოდს, რომელიც განსაზღვრავს, რომელ კარტელს მიმართა კლიენტმა „მომსახურებისთვის“.

ღირებულებაში შედის მექსიკელი პოლიციელებისთვის მისაცემი ქრთამი. „ლუქს“ დონის კლიენტებს პოლიციელები თავადვე მიაცილებენ გვირაბთან. ამერიკულ-მექსიკური ცენტრის დირექტორმა ტონი პაიანმა განაცხადა, რომ აღნიშნულ ჩრდილოვან ბიზნესში ჩართულია  ყველა- მექსიკური ეროვნული გვარდიიდან საემიგრაციო სამსახურებამდე. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,905 ნახვა