GD Banner
უცხოური მედია

„განდეგილმა“ ბანკირმა ტრამპს საარჩევნოდ რეკორდული $50 მლნ. შესწირა

ვაიომინგელმა ბაკირმა, რომელიც ჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა, დონალდ ტრამპს საარჩევნოდ 50 მილიონი დოლარი შესწირა.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემოწირულობა აშშ-ს არჩევნების ისტორიაში. New York Times (NYT) -ის ცნობით, ტრამპმა ის ბანკირ ტომოთი მელონისგან მიიღო. 

ტრამპის „მეგა დონორი“  ვაიომინგში ცხოვრობს და ჩაკეტილი ცხოვრების წესი აქვს- ის უარს აცხადებს პრესასთან ურთიერთობაზე. იმათთანაც კი, ვისაც თავად აფინანსებს. ვაიომინგელი „განდეგილი“ ფინანსთა ყოფილი მინისტრის (1921-1932 წლებში) მილიარდერ ენდრიუ მელონის საბანკო იმპერიის მემკვიდრეა. ის ერთგავრი რეკორდსმენია, რადგან ამ წინასაარჩევნო ციკლის პერიოდში 100 მილიონამდე შემოწირულობა აქვს გაღებული. ტრამპამდე მან რობერტ კენედი უმცროსს შესწირა დიდი ოდენობის თანხა. 

მელონის მიერ ტრამპისთვის გადარიცხული ფულის ოდენობა ორჯერ მეტია იმ თანხაზე, რაც ბაიდენმა  გამოიმუშავა ჰოლივუდში ჩატარებული წინასაარჩევნო კამპანიისას. 

NYT-ის ცნობით, გულუხვი შემოწირულობიდან დიდ ნაწილს ჯორჯიისა და პენსილვანიის შტატებში დახარჯავენ რესპუბლიკელების რეკლამისთვის. სწორედ ამ შტატებზეა, სავარაუდოდ, დამოკიდებული საპრეზიდენტო არჩევნების ბედი. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,885 ნახვა