GD Banner
პოლიტიკა

ჩემი ბიუსტი იდგა პარლამენტის წინ, ხან რას ახატავდნენ, ხან რას ასხამდნენ და ერთხელ არ მიკადრია არაფერი.  ამათ ის ვერ მოითმინეს, რომ ვიღაცამ ქუჩაში რუსეთის მონა დაუძახა და ადამიანს ცემეს- გახარია

ყოფილი პრემიერ–მინისტრი, გიორგი გახარია, მოსახლეობასთან შეხვედრისას, ამბობს:

ბავშვი რომ ცემეს, ხელისუფლება ამბობს, აბა, რა ეგონაო, რომ დაგვაპროვოცირაო, ის იყო, იმან დაიწყო, ჩვენ გავაგრძელეთო. მთავრობა ამბობს, კაცო. ხალხი ცემა და ვინც ცემა, იმას აბრალებს, დამაპროვოცირაო. ამართლებს ცემას ხალხი, რომელიც მთავრობაშია და პოლიცია, სუსი, ყველაფერი მაგათ იცავს.

ადმიანმა ვიღაცას დაუძახა რუსეთის მონა და მორალატე, ცემეს, კადრები ხომ გაქვთ ნანახი, რა მნიშვნელობა აქვს, მე იქედან შეიძლება ბევრი არ მომწონს, მაგრამ ფიზიკური ძალადობა? 90–იან წლებში გვაბრუნებენ? ვინც ცემა, იმაზე საქმეც არ აღუძრავთ.

ქართველები ყველაზე მეტად რას ვერ იტანენ? – უსამართლობას. როგორ შეიძლება, ვინც უნდა იყოს, დეპუტატი ხარ, მინისტრი ხარ, ვინა ხარ, ადამიანს როგორ ჩაგრავ? შენ ჩემ შვილს როგორ ჩაგრავ? მაგის უფლება ვინ მოგქცა? ეს მაკადრა და, ის მაკადრა და, ვინ მოიგონა თმების ვალდებულება და, აბა, ეგ სად წერია და, რას ნიშნავს, სად წერია?

ანგელოზი არა ვარ და ხან შემშლია, ხან დამიშავებია, მაგრამ რაც მე იგივე ახალგაზრდებს ვულანძღივარ, ჩემი ბიუსტი იდგა 6 თვე პარლამენტის წინ, ხან რას ახატავდნენ, ხან რას ასხამდნენ ზედ და ერთხელ არ მითქვამს, ერთხელ არ მიკადრია არაფერი.  ამათ ვერ მოითმინეს ის, რომ ვიღაცამ ქუჩაში რუსეთის მონა დაუძახა, თურმე და ადამიანს ცემეს. დაუძახე პოლიციას თუ დააშავა რამე და დასაჯე.

ფულს რომ იპარავენ, მაშინ კანონი სჭირდებათ რომ დაიცვან და ადამიანს რომ ცემენ, ვინც არ მოსწონთ, ამბობენ, მეო, ქართელი ვარო, შემაგინაო, ღირსებაო,… საშინელებაა… ეს არის ჩვეულებრივი გარემო, როცა ძალადობას ახალისებს ხელისუფლება, მთავრობა!

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,892,040 ნახვა