GD Banner
სპორტი

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში ჩეხეთს შეხვდა, მატჩი ფრედ დაასრულა 1:1 და პლეიოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა.

გიორგი მამარდაშვილს მატჩში 9 სეივი ჰქონდა, რაც მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის რეკორდია. ის დამსახურებულად გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი.

გიორგი მიქაუტაძე ისტორიაში მეექვსე ფეხბურთელია, რომელსაც ევროპის ჩემპიონატებზე თავისი ქვეყნის საწყისი ორი გოლი აქვს გატანილი. ბოლოს ეს უკრაინელმა ანდრეი შევჩენკომ 2012 წელს გააკეთა.

ბოლო წამზე გამარჯვების რეალური შანსი მაინც საქართველოს ჰქონდა: ჩაკვეტაძის წამოწყებულ კონტრშეტევაზე საბა ლობჟანიძეს შეეძლო ჩვენი გუნდისთვის 3 ქულის მოტანა, თუმცა ბურთი კარს ასცდა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული პირველი ქულა მოიპოვა.

ევრო 2024-ზე მესამე ტურის შეხვედრას საქართელოს ნაკრები 26 ივნისს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი გელზერკირხენში პორტუგალიას დაუპირისპირდება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,812 ნახვა