მექსიკაში „VIPტურიზმი“ იმდენად მომგებიანი გახდა კარტელებისთვის, რომ მათ თავიანთი საქმიანობის 70% სწორედ ამ „ბიზნესისკენ“ მიმართეს. ამის შესახებ USA Today იუწყება. ერთი კგ კოკაინის ღირებულება 1,5 ათასი დოლარია და გადაზიდვის რისკები გაცილებით დიდია, ვიდრე არალეგალებთან მუშაობა.
New York Post-ი ერთ-ერთ მექსიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ მხოლოდ ერთ ნარკოკარტელ „ლა ლინეას“ თვეში ათასამდე VIP მიგრანტი გადაყავს აშშ-ს საზღვარზე.
VIP-პაკეტის ღირებულება 6 ათასიდან 15 ათას დოლარამდე მერყეობს. მიგრანტს აძლევენ სპეციალურ კოდს, რომელიც განსაზღვრავს, რომელ კარტელს მიმართა კლიენტმა „მომსახურებისთვის“.
ღირებულებაში შედის მექსიკელი პოლიციელებისთვის მისაცემი ქრთამი. „ლუქს“ დონის კლიენტებს პოლიციელები თავადვე მიაცილებენ გვირაბთან. ამერიკულ-მექსიკური ცენტრის დირექტორმა ტონი პაიანმა განაცხადა, რომ აღნიშნულ ჩრდილოვან ბიზნესში ჩართულია ყველა- მექსიკური ეროვნული გვარდიიდან საემიგრაციო სამსახურებამდე.