GD Banner
პოლიტიკა

ჯინ შაჰინი- ვესაუბრეთ NDI-ისა და IRI-ის წარმომადგენლებს. ისინი ამბობენ, რომ ამ კანონის მიხედვით, ვერ შეძლებენ საქართველოში მუშაობას

კანონმდებლობა, რომელზეც სენატორმა რომნიმ და მე ვიმუშავეთ, შავი ზღვის ზღვის რეგიონის ქვეყნების უკეთ მხარდაჭერის სტრატეგიის შემუშავებაა. აქ ჩვენ გვყავს ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საქართველო, სადაც ხალხი დასავლეთისკენ იყურება, სურთ ევროკავშირში, ნატოში გაწევრიანება. თუმცა საქართველოს ხელისუფლება სულ უფრო და უფრო მიისწრაფვის ავტოკრატიისკენ, რუსეთთან პარტნიორობისკენ,- განაცხადა ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა.

მისივე თქმით, სანქციების დაწესდება იმ პირებისთვის, რომლებიც ჩართულნი იყვნენ უცხოური აგენტების შესახებ კანონში.

„ეს კანონი შექმნილია იმის მიხედვით, რაც რუსეთმა გააკეთა. როდესაც ჩვენ ვესაუბრეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში ჩვენ ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტსა და რესპუბლიკურ ინსტიტუტს, ისინი გვეუბნებიან, რომ ვერ შეძლებენ მუშაობას ამ კანონის მიხედვით. ჩვენ მიერ წარდგენილი კანონპროექტით დაწესდება სანქციები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ კანონის მიღებაში, რაც შეზღუდავს მოგზაურობას ხელმძღვანელობისთვის, იმედი გვაქვს, ეს ძალიან, ძალიან ძლიერი გზავნილი იქნება საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ დადგება შედეგები იმის საპასუხოდ, რასაც ისინი აკეთებენ. ეს გავლენას მოახდენს დახმარებაზე, რომელსაც ისინი იღებენ აშშ-დან და ისეთ გავლენს იქონიებს ურთიერთობებზე, რაც საქართველოს ლიდერებისთვის სასარგებლო არ იქნება.თქვა ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,167 ნახვა