GD Banner
პოსტები სოციალური ქსელიდან

ლევან ნიკოლეიშვილი: კანადამ(აც) მიიღო გამჭვირვალობის კანონი, ე.ი. რაც არ შეიძლება ჩვენთვის და „რუსულია,“ კანადისთვის, ისე როგორც უამრავი სხვა ქვეყნისთვის შეიძლება და დემოკრატიის განმტკიცებას ემსახურება!

კანადამ(აც) მიიღო გამჭვირვალობის კანონი, არც ერთი კრიტიკული სიტყვა არც უცხოელებისგან და არც ქართველი რადიკალებისგან არ გაგვიგია, ე.ი. ის რაც არ შეიძლება ჩვენთვის და „რუსულია,“ კანადისთვის, ისე როგორც უამრავი ქვეყნისთვის შეიძლება და არათუ რუსულია, არამედ მხოლოდ დემოკრატიის განმტკიცებას ემსახურება! – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ასევეა ჩინეთთან თანამშრომლობის შემთხვევაშიც, რომელთანაც როგორც აშშ-ს ისე ევროპას მზარდი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გააჩნია, თუმცა, ამავე დროს, საქართველოს აკრიტიკებენ ჩინური კომპანიის მიერ ანაკლიის პორტის აშენების გამო.

ნიკოლეიშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ ხელისუფლების პრინციპულობის გათვალისწინებით, ოპოზიციას და მის უცხოელ მხარდამჭერებს ქვეყნის დამარცხება ძალიან გაუჭირდებათ.

„დღეს პარასკევი და ფაქტობრივად კვირის ბოლოა, ხვალ ჩვენი საფეხბურთო ნაკრები მორიგი მატჩს ჩაატარებს ევროპის ჩემპიონატზე, ცხადია არამარტო ღირსეულ თამაშს, არამედ გამარჯვებას ვუსურვებ მათ, ახლა კი მცირე პოლიტიკური მიმოხილვას შემოგთავაზებთ.

კანადამ(აც) მიიღო გამჭვირვალობის კანონი, არც ერთი კრიტიკული სიტყვა არც უცხოელებისგან და არც ქართველი რადიკალებისგან არ გაგვიგია, ე.ი. ის რაც არ შეიძლება ჩვენთვის და „რუსულია,“ კანადისთვის, ისე როგორც უამრავი ქვეყნისთვის შეიძლება და არათუ რუსულია, არამედ მხოლოდ დემოკრატიის განმტკიცებას ემსახურება!

ჩინეთთან საკმაოდ სერიოზული მზარდი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები გააჩნია აშშ-სა და ევროპას, მაგრამ თუ ჩვენთან ანაკლიის პორტი უნდა ააშენონ, მაშინ ახსენდებათ, რომ ჩინეთში კომუნისტური პარტიაა, რომელიც თანამშრომლობს რუსეთთან. სავარაუდოდ მინიმუმ ორი ჩინეთი არსებობს, ერთი კარგი, რომელიც დასავლეთის ყველა ქვეყნისთვის მისაღებია, მეორე ცუდი, ცუდი კი არ ძალიან ცუდი, რომელიც რუსეთთან და საქართველოსთან თანამშრომლობს!

ერთმანეთის მაგინებელი ოპოზიციური პარტიები ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდნენ როგორ გაერთიანდნენ, რა ქნან არ არის ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული უცხოეთში, თორემ ამათ პოლიტიკური სინდის დიდი ხანია დაკარგული, რომ აქვთ ეს ყველამ ვიცით. ოპოზიციური პარტიები და სინდისიო, გაუკვირდება ალბათ ვინმეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ სინდის-ნამუსი, რომ არ აქვთ იმიტომაც არიან ხელმოცარულები!

მომავალი არჩევნების მეორე დღის სცენარიც დაწერილია: არჩევნებს ოპოზიცია უკვე ტრადიციულად წააგებს, რა დოზით მისცემს სახსრებსა და მხარდაჭერას უცხოეთი არჩევნების შემდეგ სახელმწიფო გადატრიალებისა და რევოლუციისათვის ბევრ გარემოებაზეა დამოკიდებული. თუმცა, ამ ხელისუფლების პრინციპულობას რომ ვუყურებ, უფრო და უფრო მიმტკიცდება აზრი, რომ ამ ქვეყნის დამარცხება ძალიან გაუჭირდებათ, თან ღმერთიც, აშკარად ჩვენს მხარესაა!“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,264 ნახვა