GD Banner
ცხოველები

სალონიკში კატის მკვლელობის ბრალდებით ქართველი კაცი დააკავეს

საბერძნეთში, სალონიკში, კატის მკვლელობის ბრალდებით ქართველი კაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ საჩივარი 18 ივნისს, თვითმხილველმა ახალგაზრდამ შეიტანა. საჩივრის შემდეგ, ქართველი პოლიციის განყოფილებაში, სადაც პროკურორის ბრძანებით დააკავეს, ნებაყოფლობით მივიდა.

33 წლის კაცის წინააღმდეგ ცხოველებზე ძალადობის ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ის გასასამართლებლად თესალონიკის ერთწევრიან სასჯელაღსრულების სასამართლოს გადაეცა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,333 ნახვა