GD Banner
უცხოური მედია

არიზონაში ქალმა, რომელიც ორ შვილთან ერთად სიცხეში სეირნობდა, გონება დაკარგა და გარდაიცვალა

აშშ-ს შტატ არიზონაში ოჯახური გასეირნება ტრაგედიით დასრულდა. ორი მცირეწლოვანი ბავშვის დედამ, რომელიც ეროვნულ პარკში, მეუღლესთან და შვილებთან ერთად ბილიკზე მიდიოდა, უეცრად, სიცხისგან გონება დაკარგა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ტურისტები მის გადარჩენას ცდილობდნენ, ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალის გადარჩენა ვერ შეძლო. ინფორმაციას people ავრცელებს.

ოლქის შერიფის განცხადებით, კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევა დაგვიანებული იყო. მისივე თქმით, გამოიკითხნენ ქალის შვილები და მეუღლე, რომელთა მონაყოლით დადასტურდა, რომ ქალს სითბური გამოფიტვა დაემართა და დახმარებამ დაიგვიანა.

ტურისტული სააგენტოების განცხადებით, აღნიშნული ბილიკი რთული მარშრუტია და ზოგადად, ჰაერის  მაღალი ტემპერატურის პირობებში, არ არის რეკომენდებული ფეხით სეირნობა. განსაკუთრებით, შუადღის საათებში.

დაავადების კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სითბური გამოფიტვის სიმპტომები, რომელთა შორის, ყურადსაღებია შემდეგი- ოფლის უჩვეულოდ ძლიერი გამოყოფა, „ცივი, გაფითრებული და წებოვანი კანი“ და ასევე, სუსტი და ჩქარი პულსი. ამ სიმპტომების დროს რეკომენდებულია მოჭერილი ტანსაცმლისგან გათავისუფლება, წყლის დალევა და ჩრდილიან ადგილას გადასვლა. თუ სიმპტომები გაუარესდა, აუცილებელია სამედიცინო დახმარების  ჩარევა. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,932 ნახვა