GD Banner
ეკონომიკა პოლიტიკა

GWP – წყალმომარაგება სრულად 25 ივნისიდან აღდგება

GWP-ის აქტივების მართვის დირექტორი, გიგა ნადირაძე ამბობს, რომ მაგისტრალურ წყალსადენზე დამატებით შეფერხებებს არ ელის და პროცესი დაგეგმილ ვადაში, ანუ 25 ივნისს დასრულდება.

გიგა ნადირაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა დაგეგმილ სამუშაოებზე და თქვა, რომ დაზიანებული მონაკვეთის ჩანაცვლებამდე მოხდება სკანირება და მილსადენის დეტალური დათვალიერება.

„შემდგომი ღონისძიებები იქნება უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, უშუალოდ სამუშაო არეალის მოწესრიგება და დამუშავება, მოხდება დაზიანებული მონაკვეთის ჩაჭრა, ასევე დაგეგმილი გვაქვს, როგორც დაზიანებული მონაკვეთის მარჯვენა, ასევე მარცხენა მხარეს მილსადენის დათვალიერება შიგნიდან და სპეციალური აღჭურვილობით სკანერის გაკეთება, რათა დადგინდეს ცალკეულ ნაკერში მილსადენს ხომ არ აქვს რაიმე პრობლემა, რამაც შეიძლება მისი აღდგენის შემდგომ გარკვეული შეფერხებები გამოიწვიოს. შემდგომ მოხდება უშუალოდ ამ დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა, ახლით ჩანაცვლება და დავიწყებთ ქსელის დატვირთვას. სამუშაოების ტემპი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენ დაანონსებული გრაფიკის მიხედვით მივყვებით ღონისძიებებს, რაიმე ტიპის შეფერხებებს არ ველით შესაბამისად, სამუშაოები დასრულდება დაგეგმილ ვადაში“,- განაცხადა გიგა ნადირაძემ.

კითხვაზე, როდის აღდგება სრულად ელექტრომომარაგება, ნადირაძე პასუხობს, რომ არაფერი მომხდარა ისეთი, რაც გეგმას ხელს შეუშლის, შესაბამისად, წყალმომარაგება სამშაბათიდან[25 ივნისიდან] აღდგება.

სოფელ წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და ქალაქ მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა. 16 ივნისის შემდეგ თავდაპირველად 110 ათას, ხოლო ამჟამად 63 000 აბონენტს წყალმომარაგება გრაფიკით მიეწოდება. დღეს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მილსადენის დაზიანების საქმეზე გამოძიება დაიწყო.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,793 ნახვა