რუსმა სამხედროებმა იერიში დონეცკის ოლქზე მიიტანეს. დაიბომბა რამდენიმე ქალაქი, მათ შორის, ტორეცკი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. დაჭრილები ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 122 სამხედრო შეტაკება მოხდა. შეტევები ძირითადად ხარკოვის, კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით განხორციელდა.
Facebook Comments Box