მე-10 მოწვევის პარლამენტში გიორგი ცაგარეიშვილს, სავარაუდოდ, არჩილ გორდულაძე ჩაანაცვლებს.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით პარლამენტში შესვლა სწორედ არჩილ გორდულაძეს უწევს, რომელიც სიაში 75-ე ადგილზეა.
არჩილ გორდულაძე პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის ხელმძღვანელი იყო.
გიორგი ცაგარეიშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის მოადგილედ დაინიშნა.
Facebook Comments Box