ნაკლები მოძრაობა და ყავის სმა გაცილებით უკეთესია, ვიდრე ნაკლები მოძრაობა და ყავის არ სმა. ჩინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ არომატულ სასმელს შეუძლია გაანეიტრალოს მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული ნეგატიური მოვლენები. კვლევის თანახმად, რომელიც ჟურნალ BMC Public Health-ში გამოქვეყნდა, ყავა 24 %-ით ამცირებს ნაადრევ სიკვდილს.
აღნიშნული დასკვნა მიღებულია აშშ-ში მცხოვრებ 10 600 ზრდასრულ ადამიანზე დაკვირვებით, რომელიც 10 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მოხალისეებს ეკითხებოდნენ, დღეში რამდენ საათს ატარებენ მჯდომარე მდგომარეობაში და რამდენ ყავას სვამენ. მათ, ვინც მინიმუმ 6 საათს ზის, დღეში ორი ან მეტი ჭიქა ყავის დალევა იცავს გულის დაავადებით , დიაბეტითა და სიმსივნით გამოწვეული სიკვდილისგან.
რატომ იცავს ყავა მათ, ვინც ნაკლებად მოძრაობს, ამის შესახებ მეცნიერებს ჯერჯერობით ზუსტი პასუხი არ აქვთ. „აუცილებელია ამ უცნაური ფაქტორის შემდგომი შესწავლა“,- აცხადებენ კვლევის ავტორები.