GD Banner
სპორტი

თამარ ჩერგოლეიშვილი – შეუძლებელია, რომელიმე გულშემატკივარს ფეხბურთელებზე და მწვრთნელზე მეტად უნდოდეს გამარჯვება, ყველამ ფეხბურთელებზე და მწრთვნელზე უკეთ რანაირად იცით ფეხბურთი?

„ევროპული საქართველოს“ წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი გუშინდელი საფეხბურთო მატჩის შემდგომ, ფეისბუქმომხმარებელთა რეპლიკებს ეხმაურება.

„იცით რა მაგიჟებს?

ფეხბურთის როგორი გადამკვდარი გულშემატკივარიც არ უნდა იყო, უბრალოდ შეუძლებელია, ფიზიკურად და მეტაფიზიკურად წარმოუდგენელია გამარჯვება იმაზე მეტად გინდოდეს, ვინც მოედანზე თვითონ დარბის და ვინც ამ თამაშზე პირად პასუხისმგებლობას იღებს.

შეუძლებელია, რომელიმე გულშემატკივარს ფეხბურთელებზე და მწრთვნელზე მეტად უნდოდეს გამარჯვება.

შეუძლებელია, რომელიმე გულშემატკივარს ფეხბურთელებზე და მწვრთნელზე მეტი ჰქონდეს ნაფიქრი, ნამეცადინები, ნავარჯიშები, ნაწვალები იმაზე, როგორ გაიმარჯვოს!

შეუძლებელია, რომელიმე გულშემატკივარი იმაზე მეტს თმობდეს ფეხბურთისთვის, ვიდრე ფეხბურთელები და მწრთვნელი.

ხოდა აი მაინც ყველამ ფეხბურთელებზე და მწრთვნელზე უკეთ რანაირად იცით ფეხბურთი?

პოლიტიკაზე რომ ჭკუას მასწავლით, მაშინაც იგივე განცდა მაქვს ზუსტად და თავისუფლად შემიძლია თავის წარმოდგენა სანიოლის ადგილას, რომელსაც დღეს ყველა ფეხბურთს ასწავლის.

საქართველოს გაუმარჯოს! გავიმარჯვებთ სახელოვნად.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,895,057 ნახვა