GD Banner
უცხოური მედია

იენს სტოლტენბერგი – სამყარო, სადაც რუსეთს, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას აქვთ ბირთვული იარაღი და ნატო-ს – არა, უფრო საშიშია

სამყარო, სადაც რუსეთს, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას აქვთ ბირთვული იარაღი და ნატო-ს – არა, უფრო საშიშია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგი „ტელეგრაფთან“ ინტერვიუში ამბობს, ნატო აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა უფრო მეტი ბირთვული იარაღი განათავსოს რუსეთისა და ჩინეთის მზარდი საფრთხის ფონზე.

მისი თქმით, მსოფლიოსთვის ბირთვული არსენალის ჩვენებით, პირდაპირ მესიჯი უნდა გაეგზავნოს მოწინააღმდეგეებს.

„მე არ შევალ ოპერაციულ დეტალებში, თუ რამდენი ბირთვული ქობინი უნდა იყოს მოქმედი და რომელი უნდა იყოს შენახული, მაგრამ ჩვენ გვჭირდება კონსულტაციები ამ საკითხებზე. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივანი ასევე აღნიშნავს, რომ ბირთვული გამჭირვალობა უნდა იყოს ნატო-ს ბირთვული სტრატეგიის ქვაკუთხედი, რათა ალიანსი მოემზადოს უფრო საშიში სამყაროსთვის.

„გამჭირვალობა გვეხმარება პირდაპირი გზავნილის გაგზავნაში, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ ბირთვული ალიანსი. ნატო-ს მიზანი არის მსოფლიო ბირთვული იარაღის გარეშე, მაგრამ იქამდე, ვიდრე ბირთვული იარაღი არსებობს, ჩვენ დავრჩებით ბირთვულ ალიანსად, რადგან სამყარო, სადაც რუსეთს, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას აქვთ ბირთვული იარაღი და ნატო-ს – არა, უფრო საშიშია“, – აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივანი.

სტოლტენბერგის თქმით, ჩინეთი დიდ ინვესტიციას დებს თანამედროვე იარაღში, მათ შორის ბირთვულ არსენალში, რომელსაც 2030 წლისთვის 1000 ქობინამდე გაზრდის.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,341 ნახვა