GD Banner
სპორტი

კახა კალაძე – პრეზიდენტის განკარგულებაში უამრავი ადამიანია გამოტოვებული, ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ ასეთი ორდენები, როცა მათი კოლეგები, ვისთან ერთადაც იბრძოდნენ, გამოტოვეს

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ანკარგულებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საპატიო ჯილდოზე წარდგენილი 53 ადამიანიდან 19 სიის მიღმა დარჩა.

კახა კალაძის განმარტებით, ფეხბურთელების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ ორდენები მაშინ, როცა მათი კოლეგები ჯილდოს გარეშე რჩებიან.

„არ ვიცი, რა უდგას ამას უკან. გაუგებარი იყო, რომ თქვეს, განკარგულება გამოცემული გვქონდაო, ანუ ხალხისთვის არ უთქვამთ და დამალულად გამოსცეს, ასე გამოუვიდათ. რამდენი ხნის წინ პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ წარმატებული ფეხბურთელები წარადგინეს ღირსების ორდენზე, მაგრამ ხმა არავის ამოუღია. მას შემდეგ, რაც აღვნიშნე, რომ სამწუხარო იყო, ამდენი ხანი რომ არ დააჯილდოვა პრეზიდენტმა ფეხბურთელები, შემდეგ თქვეს, რომ განკარგულება გამოცემული ჰქონდათ. უამრავი ადამიანია გამოტოვებული. ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ ასეთი ორდენები, როცა მათი კოლეგები, ადამიანები, რომლებიც მათთან ერთად იბრძოდნენ, გამოტოვეს. ეს წარმოუდგენელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,810 ნახვა