GD Banner
პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ქალი ოპოზიციონერების საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ- NDI ვითომ დამკვირვებელი უნდა იყოს და, ამ დროს, რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიას აფინანსებს

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი NDI -ის მიერ ქალი ოპოზიციონერების საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას ეხმაურება და წერს:

„რაც დრო გადის, მით უფრო მეტი მტკიცებულება გროვდება იმასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ, „ხალხის ძალა“ ვამბობთ ჩვენს კომენტარებში. წარმოიდგინეთ, NDI ვითომ საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებელი უნდა იყოს და, ამ დროს, რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიას აფინანსებს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, ის ახალისებს რადიკალური ოპოზიციის ქმედებებს და ღიად უჭერს მხარს წინასაარჩევნო კამპანიას. როცა საერთაშორისო ორგანიზაცია ხარ და გაქვს ამბიცია, ობიექტური დამკვირვებელი იყო, როგორ შეიძლება, რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია დააფინანსო?! რაც მეტი ასეთი მტკიცებულება იქნება, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხისთვის არჩევანის გაკეთება მით უფრო მარტივი გახდება“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,157 ნახვა