BBC-ის ტელევიზიისა და რადიოს კომენტატორებმა დიდი ფორუმის წინ გამორჩეული ფეხბურთელები დაასახელეს.
ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი BBC-ის კომენტატორმა სტივ უილსონმა შეაფასა.
მან ქართველი მეკარე შეაქო და აღნიშნა, რომ „ვალენსიამ“ გიორგი ისეთ ფასად შეიძინა, რომ ეს „ქურდობას“ ჰგავდა.
„გიორგი მამარდაშვილს ბევრი მიიჩნევს ევროპული ფეხბურთის გამორჩეულ ახალგაზრდა მეკარედ. მამარდაშვილი საქართველოს ნაკრების პირველი მეკარე გახდა. მან ნაკრების ბოლო 13 მატჩში ითამაშა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის „ვალენსიამ“ „მოიპარა“. „ვალენსიამ“ 2022 წელს მის ტრანსფერში დინამო თბილისს მილიონ ევროზე ნაკლები გადაუხადა. მისი სატრანსფერო ღირებულება ახლა თავისუფლად იქნება 50-ჯერ მეტი“, – განაცხადა სტივ უილსონმა.
Facebook Comments Box