GD Banner
უცხოური მედია

THE SUN: საქართველოს არდაფასება არ შეიძლება, ამ დუეტმა ევროპაში დიდი სატრანსფერო ინტერესი გამოიწვია

ბრიტანულმა The Sun-მა საქართველოს ნაკრების ისტორიულ მატჩს თურქეთთან სტატია მიუძღვნა.

როგორც გამოცემა წერს, მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ ევროზე კარგი თამაშით თავიანთი ფასი, შესაძლოა, კიდევ უფრო გაზარდონ.

„ამავდროულად, საქართველოს არდაფასება არ შეიძლება. მათ ჰყავთ რამდენიმე ვარსკვლავი. მთავარი მოთამაშეები „ნაპოლის“ ხვიჩა კვარაცხელია და ვალენსიას გოლკიპერი გიორგი მამარდაშვილი არიან. ნაკრებს ტრავმები არ აწუხებს და მისი თამაში დიდად იქნება კვარაცხელიასა და მამარდაშვილზე დამოკიდებული. ამ დუეტმა ევროპაში დიდი სატრანსფერო ინტერესი გამოიწვია. ასე რომ, მათ შეუძლიათ ევროზე კარგი თამაშით თავიანთი ფასი კიდევ უფრო გაზარდონ“, – წერს ბრიტანული გამოცემა. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,806 ნახვა