GD Banner
უცხოური მედია

reuters: ევროკავშირის სასამართლომ უნგრეთს მიგრანტების პოლიტიკის გამო 200 მილიონი ევროს ჯარიმის გადახადა დააკისრა

ევროკავშირის სასამართლომ  უნგრეთს 200 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა. მიზეზი მისი უარია, განახორციელოს ცვლილებები მიგრანტებისა და თავშესაფრების მაძიებლების მიმართ. 

“ეს გადაწყვეტილება აღმაშფოთებელი და მიუღებელია” – განაცხადა უნგრეთის პრემიერ- მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, რომელმაც განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ბუდაპეშტის მთავრობა, რომელმაც მანამდე უარი თქვა 2020 წლის სასამართლოს გადაწყვეტილეის შესრულებაზე, ვალდებული იქნება გადაიხადოს დღიური ჯარიმა ერთი მილიონი ევროს ოდენობით, იქამდე, ვიდრე არ განახორციელებს მითითებებს.

მოქმედი კანონმდებლობით, ადამიანებს თავშესაფრის მოთხოვნის წარდგენა შეუძლიათ მხოლოდ უნგრეთის საზღვრებს გარეთ, მის მეზობლად მდებარე ქვეყნების საელჩოებში სერბეთსა და უკრაინაში. მათ, ვინც ცდილობენ საზღვრის კვეთას, უკან აბრუნებენ. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,807 ნახვა