ღმერთმა ნუ ქნას, ეს სიმწრით მოპოვებული ვიზალიბერალიზაცია ვინმემ წაგვართვას, მაგრამ, თუ წაიღებენ არც მაგაზე მოვიკლათ მე და შენ თავი. საქართველოს ქართველი დაუბრუნდეს, აქ ვაშენოთ, – ამის შესახებ მწერალმა, რევაზ მიშველაძემ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ღირსეული გაიმარჯვებს, ხოლო ღირსეულში მოიაზრებს ხელისუფლებას, რომელმაც საქართველოს სიამაყე და ღირსება დაუბრუნა.
“მერე რა, რომ დამამცირებელ საქმეზე, იტალია, ინგლისი, გერმანია და ამერიკა უფრო მეტ ფულს გაძლევენ შენ, ჩემო საცოდავო ქალბატონო, რომელიც წახვედი საზღვარგარეთ. სამაგიეროდ, შენი ქვეყანა დაგრჩა აქ, შენი შვილები დაგრჩა აქ. ამ თვალსაზრისით, იცოდეთ, მე ასეთი წინათგრძნობა მაქვს: ღირსეული გაიმარჯვებს. ღირსეულში მე, ქართული მეობის დამბრუნებელ, ქართული სიამაყის დამბრუნებელ, ღირსების სახელმწიფოს ამშენებელ ხელისუფლებას ვხედავ – ამიტომ ვუჭერ მხარს, თორემ საკამათო მასთან ბევრი რამ მაქვს.” – განაცხადა რევაზ მიშველაძემ.