GD Banner
განათლება

პირველი ივლისიდან საჯარო სკოლების მასწავლებლებს ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით გაეზრდებათ

x

პირველი ივლისიდან საჯარო სკოლის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტში განაცხადა.

„ფართომასშტაბიანი განხილვებისა და სასკოლო საზოგადოების წევრების აქტიური ჩართულობით, 2004 წლის შემდეგ პირველად, დამტკიცდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტი, სადაც მთავარი ორიენტირი გაკეთდა მოსწავლეებში პატრიოტიზმის, ეროვნული სულისკვეთების, ეროვნული იდენტობის, სახელმწიფოებრივი აზროვნების, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემის, ზოგადსაკაცობრიო და უნივერსალური ღირებულებების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაზე“, – განაცხადა ამილახვარმა.

ამასთან, გიორგი ამილახვრის განცხადებით, დაიწყო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომიის გაძლიერება, რაც გულისხმობს სკოლებისთვის მეტი აკადემიური თავისუფლების მინიჭებას.

განათლების მინისტრის ინფორმაციით, 20 საჯარო სკოლაში იწყება პროფესიული პროგრამების განხორციელება და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, სკოლაშივე დაეუფლონ სასურველ პროფესიას.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,271 ნახვა