მსურს სიხარულით გაცნობოთ, რომ ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა წელს მეცხრედ მოიპოვა UNESCO-ს მაღალი პატრონაჟი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, UNESCO-ს ორგანიზაციის წევრობა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოს საერთაშორისო კულტურული ინტეგრაციისთვის.
“მსურს სიხარულით გაცნობოთ, რომ ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა წელს მეცხრედ მოიპოვა UNESCO-ს მაღალი პატრონაჟი. UNESCO-ს ორგანიზაციის დიდი ოჯახის წევრობა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოს საერთაშორისო კულტურული ინტეგრაციისთვის.” – წერს ელისო ბოლქვაძე.
Facebook Comments Box