კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და 13 ივნისის წყალდიდობის დროს დატრიალებულ ტრაგედიას იხსენებს.
„დღეს 13 ივნისია.
ბავშვებო , ახალგაზრდებო , ჩვენო მომავალო !
თქვენ ხართ ის ადამიანები , რომლებმაც ჩვენზე ადრე გაიღვიძეთ 13 ივნისს იმ უბედური ტრაგედის შემდეგ და დაიწყეთ ჩვენი ქალაქის დალაგება.
ჩემო კარგებო !
თქვენი ბედნიერების გარეშე ჩვენი სიცოცხლე წარმოუდგენელია. თქვენი ცხოვრება ის მზეა , რომელიც ანათებს სამყაროს , ყველა დაკარგული ბავშვის გარეშე კი ქრება მზე ,
არ დააბნელოთ ის ,
ნუ შეგეშინდებათ ბოროტების ,
მათ თქვენი სიკეთით ცოდნით და სიყვარულით მოუგებთ ,
ნუ შეგიშინდებათ დაბრკოლების ,
ის გაძლიერებთ ,
ნუ შეგეშინდებათ გულგრილობის ,
ერთად დგომით დაიძლევა , არ დანებდეთ ,
არ გაანაცრისფროთ სამყარო , რომელსაც ფერადი ფერები თქვენ უნდა შესძინოთ , ,
ახალგაზრდებო ,
მიყვარხართ და მიგულეთ თქვენ გვერდით , რათა ვისწავლო თქვენგან როგორ ვიყო ბედნიერი …….
გვაპატიეთ ჩვენ თაობას , რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო დაგიტოვეთ დასაბრუნრბლად , გვაპატიეთ , რომ ქვეყანა ასაშენებლად გადმოგეცით , გვაპატიეთ , რომ დაგაკელით ყურადღება , ამიტომაც ცხოვრების დედაც არა , თქვენთან ერთად ცხოვრებას გაუმარჯოს დღეს თქვენ წერთ საქართველოს ისტორიის ახალ ფურცელს.
მიყვარხართ და მეიმედებით“,-წერს დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში.