„ოფიცერთა კორპუსი გაყრილი იქნებით. თქვენ აუცილებლად დაგსჯით შემდეგი ხელისუფლება“, – ასე მიმართა გუბაზ სანიკიძემ ქართველ სამართალდამცველებს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერით.
მისივე თქმით, გარჩევა არ იქნება და შემდეგი ხელისუფლება პოლიციელებს დასჯის.
„ძალიან დიდი რეფორმა ელოდება პოლიციას, აღმოჩნდა, რომ პოლიციის რეფორმა არ არის სრული და კარგი. პოლიტიკური მიკერძოებით გამოირჩევა პოლიცია. დიდი რეფორმები გელოდებათ ბევრს. ალბათ, ოფიცერთა კორპუსი – ზედა და შუა ფენა გაყრილები იქნებით სამსახურებიდან. გარჩევა არ იქნება, თქვენ თუ არ არჩევთ, არც თქვენი გარჩევა არ იქნება. სახელმწიფოს აქვს ორი ფუნქცია: მეურვეობა და დასჯა. მეურვეობაზე თქვენ უარი თქვით. ამიტომ თქვენ აუცილებლად დაგსჯით შემდეგი ხელისუფლება“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
Facebook Comments Box