GD Banner
პოლიტიკა

გია აბაშიძე-მსოფლიო ისტორიაში იშვიათია, ქვეყანას ჰყავდეს ისეთი ანტიპატრიოტი “პრეზიდენტი”, როგორიც სალომე ზურაბიშვილია, რომელიც ამ დრომდე არ აჯილდოებს ფეხბურთელებს

„მსოფლიო ისტორიაში იშვიათია, რომ ქვეყანას ჰყავდეს ისეთი პარაზიტი და ანტიპატრიოტი “პრეზიდენტი”, როგორიც სალომე ზურაბიშვილია, რომელიც ამ დრომდე არ აჯილდოებს ფეხბურთელებს და არ ამტკიცებს წარდგენილ ელჩებს“-წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსის თქმით, ზურაბიშვილს სურს, საკუთარ თავს დაუმტკიცოს, ვითომ მნიშვნელოვანია და ამ დროს უარესზე უარესებს სჩადის.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის პიროვნების დეფექტურობა უმწვავეს ფორმებს იძენს დღითიდღე.

„მსოფლიო ისტორიაში იშვიათია, რომ ქვეყანას ჰყავდეს ისეთი პარაზიტი და ანტიპატრიოტი “პრეზიდენტი”, როგორიც სალომე ზურაბიშვილია, რომელიც ამ დრომდე არ აჯილდოებს ფეხბურთელებს და არ ამტკიცებს წარდგენილ ელჩებს. იმის წარმოდგენაც შეუძლებელია თუ რა მძიმე შიდაპიროვნული კონფლიქტი აქვს სალომე ზურაბიშვილს. ამ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ არარაობას სურს, რომ საკუთარ თავს დაუმტკიცოს, ვითომ მნიშვნელოვანია და ამ დროს უარესზე უარესებს სჩადის. სალომე ზურაბიშვილის პიროვნების დეფექტურობა უმწვავეს ფორმებს იძენს დღითიდღე.“-წერს გია აბაშიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,160 ნახვა