GD Banner
საზოგადოება

მამუკა მამულაშვილი ადასტურებს, რომ მუცლის არეში ნაწლავებთან დაკავშირებული სამედიცინო ჩვენებით მიმართა კლინიკას

უკრაინაში მებრძოლი “ქართული ლეგიონის” ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი რამდენიმე ტოქსიკური ნივთიერებით იყო მოწამლული. ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იგი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს საქმიანობას.

როგორც მამულაშვილი მედიასთან საუბარში ამბობს, დაახლოებით ოთხი-ხუთი თვის წინ, მუცლის არეში ნაწლავებთან დაკავშირებული სამედიცინო ჩვენებით მიმართა კლინიკას, სადაც გადიოდა მკურნალობას, თუმცა ვერ გაარკვიეს, რა იწვევდა სხვადასხვა ორგანოს ანთებას. თვე-ნახევრის წინ გერმანიაში გაიგზავნა ანალიზები, მიღებული ტოქსიკოლოგიური დასკვნის მიხედვით კი, მის ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით აღმოჩნდა სამი ტოქსიკური ნივთიერება: დარიშხანი, ვერცხლისწყალი და კალა.

“ვერ ხვდებოდნენ ანთების გამომწვევ მიზეზს, გამოძიებაც დაიწყეს. ამჟამად ტოქსიკოლოგიური მაჩვენებლები დაწეულია. ფაქტია, მაღალი მაჩვენებლები იყო. როგორც ამიხსნეს, საკვებით არის უფრო მიღებული, ფხვნილის სახით არის საკვებში შერეული. ხანგრძლივი მკურნალობა მიტარდებოდა, სხვადასხვა ორგანოების ანთება მიმდინარეობდა – ღვიძლის და სხვა. რა კურსსაც გავდიოდი, უფრო დამდგარი შედეგის ანუ ანთების მკურნალობა მიტარდებოდა”, – ამბობს მამუკა მამულაშვილი.

მისი სიტყვებით, ეს უკრაინაში მისი მოწამვლის უკვე მესამე შემთხვევაა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,264 ნახვა