GD Banner
პოლიტიკა

ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინაში “ქართული ლეგიონის” მეთაური მამუკა მამულაშვილი მოწამლეს

ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ უკ­რა­ი­ნა­ში “ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის” მე­თა­უ­რი მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი მო­წამ­ლეს. მომ­ხდარ­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ცნო­ბებს აქ­ვეყ­ნე­ბენ მა­მუ­ლაშ­ვი­ლის თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი – პო­ლი­ტი­კო­სი კობა ხა­ბა­ზი და არ­ჩილ ხო­ფე­რია. მათი თქმით, ორ­გა­ნიზ­მში აღ­მო­ჩე­ნი­ლია ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი – და­რიშ­ხა­ნი, ვერ­ცხლის­წყა­ლი და კალა. ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი გერ­მა­ნი­ა­ში მდე­ბა­რე ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან მი­ი­ღეს.

რო­გორც ხა­ბა­ზი წერს, უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­ი­წყო.

ეს და­უს­ჯე­ლი არ დარ­ჩე­ბა.

ვინც ეს ჩა­ი­დი­ნა, პა­სუხს უცი­ლებ­ლად აგებს!

ეს Mamuka Mamulashvili – ის ანა­ლი­ზე­ბის პა­სუ­ხია, სა­გან­გა­შოდ გაზ­რდი­ლი და­რიშ­ხა­ნის, ვერ­ცხლის­წყლის და ტყვი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­ი­წყო.

არ ვიცი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ვინ არის, სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­ნერ­გი­ლი თუ მო­ღა­ლა­ტე უკ­რა­ი­ნე­ლი ნა­ძი­რა­ლა, მაგ­რამ დამ­კვე­თი რომ რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბია, ეჭვი არ მე­პა­რე­ბა.

რა­ტომ მა­მუ­კა?იმი­ტომ, რომ მა­მუ­კა ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბის სული და გუ­ლია, იმი­ტომ, რომ მისი შექ­მნი­ლი “ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი” წლე­ბია ამ­წა­რებს ოკუ­პან­ტებს, იმი­ტომ, რომ მა­მუ­კა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხეა, შე­უ­პო­ვა­რი, მებ­რძო­ლი, და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სახე.

დიახ, გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია და ამის ჩამ­დე­ნი პა­სუხს აგებს, თა­ნაც ძა­ლი­ან მწა­რედ!

Georgian Legion – Грузинський Легіон ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი – გმი­რე­ბის ლე­გი­ო­ნია!” – წერს ხა­ბა­ზი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,904,096 ნახვა