რუსული ბირთვული წყალქვეშა ნავი „ყაზანი“ კუბის დედაქალაქ ჰავანის პორტში შევიდა.
მანამდე კუბის დედაქალაქის ნავსადგურში შევიდნენ ფრეგატი „ადმირალ გორშკოვი“, მომარაგების ტანკერი, „აკადემიკ პაშინი“ და რუსეთის საზღვაო ძალების სამაშველო ბუქსირი, „ნიკოლაი ჩიკერი“.
ჰავანის პორტში რუსული გემების დახვედრის ორი ცერემონია გაიმართება – ცალკე ფრეგატითვის და ცალკე წყალქვეშა კრეისერისთვის.
ოთხი გემისგან შემდგარი ტაქტიკური ჯგუფი, მათ შორის დამხმარე გემები, რომლებიც ადრე ვარჯიშობდნენ ზუსტი მართვადი რაკეტების გამოყენებაში ატლანტის ოკეანეში, ოფიციალური ვიზიტით ჰავანის პორტში 12-დან 17 ივნისამდე დარჩებიან.
რუსეთის საზღვაო ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრე მოისეევმა განაცხადა, რომ კუბაში ვიზიტი შორეული მოგზაურობის მხოლოდ ერთ-ერთი ამოცანაა და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.
კუბის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ეს შეესაბამება ჰავანასა და მოსკოვს შორის მეგობრულ ურთიერთობებს და საერთაშორისო წესებს.
უწყებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არცერთ გემს არ აქვს ბირთვული იარაღი და მათი ყოფნა რეგიონისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.