GD Banner
პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე – არ ვიცი, სალომე ზურაბიშვილი რას და როგორ იზამს, მაგრამ ვისურვებდი, რომ პრეზიდენტები ციხეში არ იყვნენ

არ ვიცი, სალომე ზურაბიშვილი რას და როგორ იზამს, მაგრამ ვისურვებდი, რომ პრეზიდენტები ციხეში არ იყვნენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

დეკანოიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს.

„ეს მისი გადასაწყვეტია. არ ვიცი, სალომე ზურაბიშვილი რას და როგორ იზამს, მაგრამ ვისურვებდი, რომ პრეზიდენტები ციხეში არ იყვნენ. განსაკუთრებით ისეთი მართლმსაჯულების პირობებში, რაც ჩვენ გვაქვს. ყველას სამართლიანი სასამართლოს უფლება უნდა ჰქონდეს. არ შეიძლება, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოში ისეთი მართლმსაჯულება იყოს, რომლის მიმართ მოსახლეობის ნაწილს ნდობა არ აქვს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გუშინ ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრაზე პრეზიდენტს კითხვა დაუსვეს, აპირებს თუ არა სააკაშვილის შეწყალებას, რაზეც მან განაცხადა: „ ევროპასთან ჩვენი სიახლოვე თუ დამოკიდებულია ჩემს შეწყალებებზე, უკვე შესული და იქითკენ გასული უნდა ვიყოთ“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,128 ნახვა