GD Banner
პოლიტიკა

უშლიდა ვინმე ქალბატონ გიულის, ნაყოფიას, კეზერაშვილს, ხაზარაძეს, ჯაფარიძეს, ოქრიაშვილს, ამ უნიკალური კულტურის ძეგლის შესყიდვას და ქართველი ერისათვის ჩუქებას? მათ საქართველო ფულის საშოვნელ-წასაგლეჯ ადგილად მიაჩნიათ- ედიშერ გვენეტაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ იოანე ზოსიმეს ხელნაწერის შეძენაზე

დიდმა ქართველმა მამულიშვილმა ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი უდიდესი საქმე გაუკეთა საქართველოს! მან აუქციონზე შეიძინა და უახლოეს მომავალში საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცემს არამეულ და ქართულ ენაზე შესრულებულ იოანე ზოსიმეს ხელნაწერს სინას მთის კოლექციიდან, – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელ მილიარდერებს არავინ უშლიდა, იგივე ნაბიჯი გადაედგათ, თუმცა, ივანიშვილისგან განსხვავებით, მათ საქართველო ფულის საშოვნელ ასპარეზად მიაჩნიათ.

“დიდმა ქართველმა მამულიშვილმა ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი უდიდესი საქმე გაუკეთა საქართველოს! მან აუქციონზე შეიძინა და უახლოეს მომავალში საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცემს არამეულ და ქართულ ენაზე შესრულებულ იოანე ზოსიმეს ხელნაწერს სინას მთის კოლექციიდან(V-VII სს.)! ისმის კითხვა: კი მაგრამ, უშლიდა ვინმე მილიარდერებს – ქალბატონ გიულის, კობა ნაყოფიას, კეზერაშვილს, ხაზარაძეს, ჯაფარიძეს, წამლებით ოქრიაშვილს….ამ უნიკალური კულტურის ძეგლის შესყიდვას და მისი ქართველი ერისათვის ჩუქებას! რა თქმა უნდა არა… მაგრამ ამ სუბიექტებს ბნ ივანიშვილისაგან განსხვავებით საქართველო ასპარეზად, ფულის საშოვნელ-წასაგლეჯ ადგილად მიაჩნიათ და არა სამშობლოდ! იმ სამშობლოდ, რომლისთვისაც კაცი მის მსახურებაში სანთელივით უნდა იწვოდეს! რასაც უშურველად აკეთებს კიდევაც მთელი თავისი ცხოვრება ბნ-ი ბიძინა ივანიშვილი!” – წერს ედიშერ გვენეტაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,117 ნახვა