GD Banner
პოლიტიკა

ანა წითლიძე – კოალიციური მთავრობის პირობებში, სუს-ი ამ ფორმით, რა ფორმითაც ახლა არსებობს, უნდა დაინგრეს 

კოალიციური მთავრობის პირობებში, სუს-ი ამ ფორმით, რა ფორმითაც ახლა არსებობს, უნდა დაინგრეს – სუს-ი რეალურად, არ ასრულებს არც ერთ თავის ვალდებულებას და მონაწილეა ყველა ძალადობის – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან გამაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ანგარიში გასული წლების ანგარიშისგან არაფრით განსხვავდება.

„სუს-ი არის მთავარი დამკვეთი და ორგანიზატორი ყველა ძალადობაში, რომელსაც 12 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამ ქვეყანაში ვხედავთ.

რაც შეეხება ანგარიშს – ეს ანგარიში არაფრით განსხვავდება წინა ანგარიშებიდან, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქ წარმოუდგენია და არც ერთ კითხვაზე პასუხი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არც მაშინ გაუცია. როდესაც ვსაუბრობთ, რომ სუს-ი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ფაქტობრივად, სუს-ი როცა გველაპარაკება ქვეყანაში მიმდინარე ჰიბრიდულ ომზე, ვინ შეიძლება იყვნენ ამ ჰიბრიდული ომის მონაწილეები ამ ქვეყანაში, არ ასაბუთებს და რუსეთის წარმოთქმაც კი არ შეუძლია. შესაბამისად, რუსული რეჟიმის წარმომადგენელთან, ბატონ ლილუაშვილთან, რომელიც იმ ერთადერთი მიზეზით არის ამ თანამდებობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირია, ჩვენ არ შეიძლება კითხვა გვქონდეს, მით უმეტეს, იმ ფონზე, რაც ამ ქვეყანაში ბოლო თვეების განმავლობაში ხდება“, – განაცხადა წითლიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,117 ნახვა