თბილისის საკრებულოს წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე, ეხმიანება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩვენი ვალია, ხელი შევუწყოთ უკრაინის აღდგენას პარტნიორებთან ერთად.
როგორც ბოჟაძე აცხადებს, საქართველო უკრაინას ყველა პლატფორმაზე მხარს უჭერს და ელჩის გამოძევების მიუხედავად, ქვეყანა აგრძელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას.
„საქართველო ყველგან, ყველა პლატფორმაზე მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რაც 600-მდე საერთაშორისო დოკუმენტის მხარდაჭერით არის დადასტურებული.
26 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს, მუშაობს და სწავლობს მშობლიურ ენაზე საქართველოში. უკრაინის ელჩის გაწვევის და საქართველოს ელჩის გამოძევების მიუხედავად სახელმწიფო და ხალხი გააგრძელებს უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას“, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე.
ჩვენი ვალია, გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ უკრაინის აღდგენას ჩვენს პარტნიორებთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებთან ბერლინში განაცხადა, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს.